Thursday, February 26, 2015


“გენდერული უთანასწორობა
ინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი განმარტავს სქესს, როგორცბიოლოგიურ - ანატომიურ განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის“, ხოლო გენდერი გულისხმობსმამრთა და მდედრთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს.’’და გენდერზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: რასა, ეთნიკურობა, სოციალური კლასი, ასაკიაქედან, ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ სიტყვაქალიუკვე სტატუსია რომელიც მას ერგუნა დაბადებიდანვე, მის არსებობას კი ახასიათებს როლების მთელი კრებული. მთავარი ამ როლებიდან კი არისკარგი შვილის“, “კარგი დედის“ “ოჯახის ქალის” “კარგი მეუღლისდა სხვა. ჩვენ იძულებულნი ვართ, ცალკე გამოვყოთ ცნებაქალთა უფლებებითუმცა კი ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროშიადამიანთა უფლებებიუნდა მოიცავდეს ქალის უფლებებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საუკუნეთა განმავლობაში, ქალი სრულიად უუფლებო იყო, მაგალითად, ქალის დაბადება ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახისათვის სირცხვილად ითლებოდა და ახალშობილს ცოცხლადაც კი მარხავდნენ (ირანი ჩვ.. მე-7 საუკუნე) ხოლო შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებში აღიარებული თანასწორუფლებიანობა დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
მე-19 საუკუნის ბოლო წლებში ქალებმა დაიწყეს ბრძოლა იმ უფლებებისათვის, რითიც ისინი გაუთანაბრდებოდნენ მამაკაცებს და გახდებოდნენ დამოუკიდებელნი, თანაწორუფლებიანი მოქალაქენი. ეს რაც შეეხება წარსულს, დღეს კი 21-ესაუკუნეში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, ხელშეუხებელი ღირსებითა და თანასწორი უფლებებით. ადამიანისათვის ბოძებული ყველა უფლება და თავისუფლება უნივერსალურია და მათი შეზღუდვა ნებისმიერი, მათ შორის სქესის ნიშნით, უკანონოა. დღეს გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. იგი გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირად და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
თანდათანობით ქალებმა ჩამოაყალიბეს მათივე უფლებების დამცავი მოძრაობაფემინიზმი“(ლათინურად femina_ქალი) რომლის ჩანასახი ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში შეინიშნებოდა და შემდგომში მან უფრო ფართო აუდიტორია მოიცვა დასავლეთში და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქალებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება და სხვა. დღეისათვის ფემინიზმი არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, მისი მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იგი არ გულისხმობს კაცების სიძულვილს, რასაც ხშირად მიაწერენ ფემინიზმს. უნდა გვახსოვდეს, რომ ფემინისტებიც ისეთივე ქალები არიან, როგორიც დანარჩენები და ისევე სცემენ პატივს მამაკაცებს, როგორც სხვა ქალები.
ქალის და კაცის თანასწორობა, ყოველთვის იყო და იქნება განსჯის საგანი, სანამ კაცობრიობა იარსებებს. ეს ერთ-ერთი ამოუცნობი და გადაუჭრელი პრობლემაა, რადგან ყოველთვის იარსებებს სუბიექტური და პრაგმატული აზრი ჩვენი პლანეტის ამ ორი, უნივერსალური მკვიდრის შესახებ. თუ გავიხსენებთ პლატონისა და არისტოტელეს ნააზრევსიდეალური სახელმწიფოსთაობაზე, სადაც მხოლოდ სიკეთეზე და სამართლიანობაზეა ყველაფერი დამყარებული და რა თქმა უნდა ადამიანებიც იქნებოდნენ თავისუფალნი და თანასწორნი, დავრწმუნდებით რომ, პლატონის აღიარებისა არ იყოს, ეს მართლაც უტოპიურია. იქნებ აღარც ჰქონდეს ცხოვრებას აზრი და სილამაზე, თუკი მდინარის დინებას გავუყვებოდით და არ გვეცოდინებოდა, რომ საწინააღმდეგოდაც შეიძლებოდა ცურვა, ან არსებობს სადღაც მეორე ნაპირი, სადამდე მისვლაც არც ისე იოლია, არც ის ვიცით მოგვეწონება თუ არა როცა მივალთ, მაგრამ ადამიანსაც ხომ ეს იდუმალება და ძიება ხიბლავს. ახლა ვისაუბრებთ უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. საქართველო შესაძლოა მივაკუთვნოთ გარდამავალ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია ასეთი ტიპის ქვეყნებში, აქაც არის ქალთა უფლებები. ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდში ქალთა ემანსიპაციას იდეოლოგიური ხასიათი ჰქონდა და სახელმწიფოც უჭერდა მას მხარს. ახლა ჩვენთან თანასწორობა, მხოლოდ განთქმული ქართული სუფრის თანამდევ მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს არ სცდება. მართალია, ჩვენ იმ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ სადაც დედისა და ქალის კულტი დღემდე ძლიერია და საუკეთესო მეფეთა შორის -ქალიც მოიაზრებოდა, ფაქტია, რომ ქართველ მამაკაცებს ქალისათვის, მხოლოდ სამზარეულო და საძინებლი ემეტებათ. და თუ მოცემულ ჩარჩოებსა და პერიმეტრებს გასცდება მაშინ დაიმსხვრევა პატრიარქატული მითი.
ყველაზე მეტად ქალთა რეალური აქტიურობა შეინიშნებოდა, დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის პარალელურად 90-იან წლებში. ამ პერიოდში დაარსადა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დღესაც ორიენტირებულნი არიან ქალთა უფლებების დაცვაზე.
 
რა არის საჭირო, რომ ქალი იქცეს ნამდვილად თანასწორ პიროვნებად? რა უნდა გაკეთდეს, რომ სკოლებიდანვე ბავშვებს არ უბიძგებდნენ გოგონასქალურდა ბიჭსკაცურსაქმეებზე? როგორ უნდა გადარჩეს ქალბატონი მამაკაცის ძალადობისაგან? გაუჩნდეს ნებისმიერ ადგილას დასაქმების შანსი, და სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურების უფლება? ან თავისუფალი სექსუალური ცხოვრების ან აზრის გამოთქმის უფლება? რა უნდა გაკეთდეს, რომ შემცირდეს ქალთა გაუპატიურების რიცხვი, ან სრულებით აღმოიფხვრას? კარგი იქნებოდა პერმანენტულად, რომ შუქდებოდეს სიუჟეტები გენდერულ დარღვევებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხშირად უნდა აჩვენოს ფილმები ან სხვა ვიდეო კოლაჟები თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ, რათა სამოქალაქო სექტორის შეგნების პროგრესირებას შეუწყოს ხელი ამ კუთხით. გაეროს განვითარების ფონდმა (UNDP); შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (Sida) ერთად ორგანიზება გაუწია პროექტსგენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა შეუერთდეს იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასეთი ინიციატივებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და პოლიტიკური ქმედებას მოჰყვება. გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შეიქმნას სტაბილური გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა, რაც ქვეყნისათვის იქნება საკეთილდღეო. მსოფლიოს უდიდეს და აქამდე აუთვისებელ ეკონომიკურ რესურსს ქალები წარმოადგენენ. ეკონომიკის წამყვანი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ განვითარებადი ქვეყნების ყველაზე დიდი სიმდიდრე არა ოქროს ან ნავთობის საბადოებია, არამედ ქალები, რომლებსაც არასოდეს ჰქონდათ შესაძლებლობა თავი დაემკვიდრებინათ შრომით ბაზარზე და ამით წვლილი შეეტანათ საკუთარი ოჯახების შემოსავლის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რეალურად, ეს ქალები პლანეტის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და სამომავლოდ გლობალური სიღარიბის დაძლევის ყველაზე რეალურ პერსპექტივად მოიაზრებიან. ჯანსაღი გენდერული კლიმატის შესაქმნელად კიდევ მეტი რეფორმაა საჭირო. ალბათ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა მოხდეს, არის მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა თანასწორობის მიმართ. დამოკიდებულების შეცვლ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ და შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებშიც შედის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების მიზანდასახული ქმედებები. ამრიგად, ამ პრობლემის მოგვარებაში თითოეული ჩვენთაგანის მონაწილეობა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ არსებული რეალობა და ვიფიქროთ ამ სტერეოტიპების დმსხვრევაზე, რაც ხელს უწყობს გენდერული დისბალანსის შექმნას ქვეყანაში. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ადვილი და სწრაფი პროცესი, ამას დრო ჭირდება, რადგან ეს სტერეოტიპები ჩვენს კულტურაში ფესვებგადგმულია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება და გენდერული თანასწორობა დამყარდება, რადგან ბოლო პერიოდში ამ მხრივ წინსვლა განსაკუთრებულად შეიმჩნევა ადრინდელ პერიოდთან შედარებით.     

                         




















  ანა ლობჯანიძ